გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გაიმართა

29-05-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, სამუშაო თათბირზე სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებს მოადგილე გიორგი მაქარაშვილი წარუდგინა, რომელიც ამ დრომდე, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბიუჯეტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტში.

სამსახურის უფროსებმა მერის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღეს ცალკეული დავალებები.
დავით ჩიკვაიძემ ასევე განაცხადა, რომ მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად, სისტემატურად შეხვდება სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნობა მათ საჭიროებებს, რათა დროული ჩარევით და მოქმედებით შეძლებისდდაგვარად სწრაფად და ეფექტურად მოხდეს პრობლემების გადაჭრა, ასევე აღნიშნა, რომ ონის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის მიზნით და გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით ერთობლივი ძალებით მოხდება პრიორიტეტების განსაზღვრა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031