გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“საშინლად გახდა, ფილტვებში სულ წყალი აქვს” – ზურა დოიჯაშვილს დიაგნოზი დაუსვეს

29-05-2020

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი, რამდენიმე კვირის წინ, ისრაელის კლინიკაში მოათავსეს.

 

ის ამ დრომდე აპარატზეა შეერთებული. ქართველი მომღერლის დიაგნოზს, ებრაელი ექიმები თითქმის ერთი წლის მანძილზე ვერ ადგენდნენ, რის შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა.

 

 

„პრაიმტაიმი“ ზურა დოიჯაშვილის მეგობარს ნუგზარ კვაშალს დაუკავშირდა.

– ბატონო ნუგზარ, როგორ არის ახლა ბატონი ზურა?

 

– ზურა ისევ  კლინიკაში რჩება ისრაელში, ისევ აპარატზეა შეერთებული. ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი, აღმოჩნდა, რომ ტუბერკულოზის ბაქტერია აქვს, რომლის გამოც მთელ ფილტვებში წყალი აქვს და ამიტომაც ვეღარ სუნთქავდა.

 

მსუქანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ძალიან გახდა და აპარატის მეშვეობით სუნთქავს.

 

ჭამა არასდროს არ უყვარდა, მაგის საჭმელი იყო სიგარეტი და თუთუნი, იმედი გვაქვს გამოვა მდგომარეობიდან.

პრაიმტაიმი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930