გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი იმ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელიც საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ გზას აშენებს

29-05-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გძელიშვილთან ერთად, იმყოფებოდა შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში, შეხვდნენ შპს „ნიუ როუდის“ წარმომადგენლებს, რომლებიც აწარმოებენ საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობას. მოინახულეს სოფელ შქმერში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და გაეცნენ სოფელში არსებულ პრობლემურ საკითხებს.


ასევე მოინახულეს საავტომობილო გზის გაფართოებითი სამუშაოების დროს დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი და ისაუბრეს ზოგიერთ სამუშაოსთან დაკავშირებულ სირთულეებზე.


აღსანიშნავია, რომ დაზიანებული ობიექტიდან ამოღებული არქეოლოგიური მასალა ამჟამად ონის მხარეთმცოდეობის მუზეუმშია გადატანილი, სადაც მათზე საფუძვლიანი სამეცნიერო კვლევა განხორციელდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031