გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები დღის ფოტო
სამეფო ოჯახმა პონით მოსეირნე ელისაბედ II-ის ფოტო გამოაქვეყნა

1-06-2020


სამეფო ოჯახმა კარანტინის გამოცხადების შემდეგ პირველად ელისაბედ II-ის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოებზე გამოსახულია 94 წლის მონარქი, რომელიც უინძორების სასახლეში პონით სეირნობს.

როგორც BBC წერს, დედოფალი მეუღლესთან, პრინც ფილიპთან ერთად იზოლაციის პერიოდს სწორედ უინძორების სასახლეში ატარებს.

დედოფლის ბოლო საჯარო ფოტო 19 მარტს გავრცელდა, როდესაც ელისაბედ მეორე ბუკინგემის სასახლეს ტოვებდა.

imedinews.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728