გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ე.წ. საბურთალოს კლასტერთან კონტაქტში მყოფი 20-ზე მეტი პირი კარანტინში გადაიყვანეს

2-06-2020

ე.წ. საბურთალოს კლასტერის კონტაქტების კვლევა გრძელდება - საკარანტინო სივრცეებში კიდევ 20-ზე მეტი პირი გადაიყვანეს. ეს ადამიანები იმ კორპუსის ახლოს ცხოვრობენ, სადაც ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული მათ შენობაში სტუმრად იმყოფებოდა - საკარანტინო სივრცეში გადაყვანის სურვილი რამდენიმე პირმა თავად გამოთქვა.

ადგილზე მუშაობას განაგრძობენ ეპიდემიოლოგები. ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31