გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ გაბუნიას განცხადებით, ტურისტების ტესტირებასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს

2-06-2020

ტურისტების ტესტირებასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. არის აზრთა სხვადასხვაობა, ეპიდემიოლოგიური და კლინიკური თვალსაზრისით რამდენად აქვს აზრი შემოსვლის დროს ტურისტის ტესტირებას, თუ ის ქვეყანაში 1-2 კვირა რჩება, რადგან PCR-ტესტი პასუხს კონკრეტული მომენტისთვის იძლევა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენი მიდგომა ასეთია, შევისწავლოთ და გამოვავლინოთ მწვანე ქვეყნები, საიდანაც ეპიდემიოლოგიური რისკის მაჩვენებელი მაღალი არ იქნება და ამ ქვეყნიდან ტურისტების შემოყვანაზე ვიმუშაოთ. სიტუაციასა და რეკომენდაციებთან ერთად ტესტირების შესაძლებლობებიც იცვლება, ამდენად თუ გაჩნდა ისეთი ტესტი, რომელიც მოგვცემს მარტივად ანალიზის ჩატარების საშუალებას, რომელიც სარწმუნო იქნება, ამ შემთხვევაში შეიძლება ტესტირებაზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31