გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბაღებსა და სკოლებში სააღდგომო დასვენების თარიღი დადგინდა

27-03-2018

2018 წლის 8 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდება.

როგორც mshoblebi.ge განათლების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, საქართველოს საჯარო სკოლები წითელ პარასკევს, დიდ შაბათს, აღდგომის დღესასწაულს და მომდევნო ორშაბათს დაისვენებენ - ანუ სააღდგომო არდადეგები სკოლებში იქნება 6-9 აპრილს და 10-ში სწავლა დაიწყება. 

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ამ შემთხვევაშიც აღსაზრდელები პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით დაისვენებენ და სააღმზრდელო პროცესი სამშაბათს განახლდება. 


imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930