გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტიკარაძე: პარლამენტში მივალ, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური შოუ

4-06-2020

„პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მას არანაირი რეგლამენტი არ დაურღვევია.

„პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი. კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ.

 

მე არა როგორც მხოლოდ მინისტრი, ასევე როგორც მოქალაქე, ვარ კანონმორჩილი. გავიარე კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი ,რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“,- განაცხადა ტიკარაძემ.

 

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში 3 იანვარს უნდა მისულიყო. იგი ჯანდაცვის კომიტეტმა დეპუტატ ლევან კობერიძის თხოვნით მიიწვია. ჯანდაცვის მინისტრმა კი პარლამენტს შეხვედრის თარიღის ივნისის ბოლომდე გადადება სთხოვა.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031