გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გიორგი გახარიას გლობალურ სამიტში მონაწილეობას „ტვიტერზე“ ეხმაურება

4-06-2020

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, გიორგი გახარიას „ვაქცინაციის გლობალურ სამიტში“ მონაწილეობას „ტვიტერზე“ ეხმაურება. როგორც დიპლომატი წერს, ინფექციურ დაავადებათა გავრცელებასთან ბრძოლასა და ჯანმრთელი, უსაფრთხო მსოფლიოს შენებაში საქართველო აქტიური პარტნიორია.

„მივესალმებით სხვა ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას მონაწილეობას ვაქცინაციის გლობალურ სამიტში, რომელსაც პრემიერი ბორის ჯონსონი მასპინძლობს. ინფექციურ დაავადებათა გავრცელებასთან ბრძოლასა და ჯანმრთელი, უსაფრთხო მსოფლიოს შენებაში საქართველო აქტიური პარტნიორია“, - წერს ჯასტინ მაკკენზი სმიტი „ტვიტერის“ გვერდზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930