გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ პუტინი: რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უმჯობესდება

4-06-2020

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უმჯობესდება.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ თითოეულ რეგიონში სიტუაციის დეტალური მონიტორინგია საჭირო.

„ახლა სიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, უმჯობესდება. თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა მუდმივი და დეტალური მონიტორინგის წარმოება და სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, სწრაფი და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 441 108 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 5 384 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამჟამად კი აქტიური შემთხვევების რაოდენობა 231 101-ს შეადგენს.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31