გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე გადაადგილება 50 ლარით დაისჯება

4-06-2020

პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივ თავშეყროს ადგილებში 50 ლარით დაისჯება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი 1000 ლარით განისაზღვრა. კანონპროექტი უკვე მზად არის.


დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის - ფიზიკური პირი 50 ლარით, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის -სივრცის მფლობელი, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. 50 ლარიანი ჯარიმაა მგზავრისთვისაც და მძღოლისთვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტში, მეტროსა და ტაქსში, თუ ისინი პირდაბის გარეშე იქნებიან.


imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31