გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში 112-ის ავტომანქანა ავარიაში მოყვა

8-06-2020

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მარცხენა სანაპიროზე ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ერთ-ერთი 112 -ის ავტომანქანა იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს –  როდესაც დაზიანებულია სატრანსპორტო საშუალება, დადგენილია სამართალდამრღვევი და გამოწერილია შესაბამისი საჯარიმო ქვითარი, დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) მიერ წარდგენილი განცხადებისა და უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შეფასების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის დადგენილებას და მის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც სამართალდამრღვევს დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) სასარგებლოდ დაეკისრება დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენის, ხოლო აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი შენაცვლებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.

 

ipress

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031