9-06-2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ერთ პირი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარმოადგენდა აჭარის რეგიონში მოქმედი ერთ - ერთი კომპანიის ფაქტობრივ ხელმძღვანელს, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებულ სასაქონლო ზედნადებებში შეიტანა ხე - ტყის წარმოშობის და ფირნიშის ყალბი მონაცემები, რითაც სამოქალაქო ბრუნვაში მოაქცია უკანონოდ მოპოვებული დაახლოებით 127 530 ლარის ღირებულების მასალა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 194-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12-წლამდე ვადით.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||