გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში მრავალსართულიანი კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია გრძელდება

10-06-2020

ქალაქ ახალციხეში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველისა (№99, №99ა, №101,№103, №107) და აპინძის ქუჩებზე (№36) მდებარე მრავალსართულიან კორპუსებზე. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საცხოვრებელი სახლების ფასადების მოპირკეთება და შეღებვა, სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა, სადარბაზოებში იცვლება ფანჯრები და კორპუსების მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ქალაქის იერ-სახისა და   მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგება,  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

 

 

 

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031