გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში აშშ-ის ელჩი გუბაზ სანიკიძის განცხადებას აბსურდს უწოდებს

11-06-2020

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი გუბაზ სანიკიძის განცხადებას აშშ-ის საელჩოს მიერ ბიძინა ივანიშვილის საუბრების მოსმენის შესახებ აბსურდს უწოდებს. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


"ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი", - განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა.


ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში 20 ივნისის მოვლენებზე საუბრის დროს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს აშშ-ის საელჩოში უსმენენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031