გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში ავტოავარიისას ახალგაზრდა კაცი დაშავდა

12-06-2020

ბელიაშვილის ქუჩაზე, დიდუბის ხიდის ქვეშ „ნისანის“ მარკის ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა ახალაზრდა კაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა. ის ე.წ მიხაილოვის კლინიკაში გადაიყვანეს.

შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს მის გვერდით მჯდომ ქალს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლს ჩაეძინა და სავალი ნაწილიდან გადაუხვია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულსხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930