გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან რატიანი: ამ ეტაპზე გვყავს სამი პაციენტი, რომლებიც ამ დღეებში კლინიკას დატოვებენ

12-06-2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით,  სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დროისთვის, კოვიდინფიცირებული მხოლოდ 3 პაციენტია, მათი ანალიზები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და განმეორებითი ტესტების პასუხს ელოდებიან.

"ამ ეტაპზე, ჩვენ კლინიკაში გვყავს სამად სამი პაციენტი. გაგზავნილი გვაქვს ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, სამივე მათგანი დღეს და ხვალ დატოვებს კლინიკას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ბოლო რამდენიმე დღეა, ჩივილები საერთოდ არ აღენიშნებათ," - განაცხადა ლევან რატიანმა.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31