გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჰერპეტოლოგი: გველის დასაფრთხობად გოგირდისა და საბურავების დაწვას აზრი არ აქვს

16-06-2020

"გოგირდისა და საბურავების დაწვას გველის დასაფრთხობად და გასანადგურებლად აზრი არ აქვს, არსებობს შესაწამლი საშუალებები, თუმცა მასაც ხანგრძლივი ეფექტი არ აქვს", - ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.


„ის, რომ ჩვენ ტერიტორია დავამუშავეთ და შეგვიძლია მთელი ზაფხული მშვიდად ვიყოთ, რომ გველი არ მოგვიახლოვდება - ეს გამორიცხულია. ყველაზე კარგი საშუალებაა ჩვენი გარემოს სისუფთავე და იმ ელემენტარული ღონისძიებების გატარება, რომელიც ტერიტორიაზე ქვეწარმავლის შემოსვლისგან დაგვიცავს. მთავარია ჩვენ გვქონდეს გარემო მოვლილი“, - აღნიშნა ჰეპერტოლოგმა.


imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031