გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში მოზარდ ბიჭზე სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქემ იძალადა

28-03-2018

თბილისში, 13 წლის ბიჭზე, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ფიზიკურად იძალადა. 
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. 
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მოხდა. 
„ფანჯარაში ვიყურებოდი. გამოჩნდა პატრული და სასწრაფო. ატყდა ჩოჩქოლი, რომ მეათე სართულის მეზობლის ბავშვს ლიფტში შეყვა ვიღაც ავადმყოფი, ანუ ძალადობის მცდელობა იყო. მეზობელმა გოგონამ გაიგო ხმა, რომ ეს ბავშვი ყვიროდა, თავლები მეთხრება, სისხლი მდისო“- განაცხადა მეზობელმა.
მოზარდი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმის განცხადებით, ბიჭს ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდება. 
„პაციენტი გადაუდებელი დახმარების დარბაზში იმყოფება. კონტაქტურია. კითხვებზე გვაძლევს ადეკვატურ პასუხს. ამჟამად მომდინარეობს გამოკვლევები. კომპიუტერული ტომოგრაფიით რაიმე ანატომიური დაზიანებები არ აღენიშნება, აქვს ტვინის შერყების ნიშნები. მხედველობა მარჯვენა თვალში დაქვეითებული აქვს“- განაცხადა ექიმმა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930