გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პუტინის პრეს–სპიკერი გაბუნიაზე თავდასხმის რუსეთში დაგეგმვას უარყოფს

17-06-2020

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების საქმეში რუსეთის მონაწილეობის ვერსიას აბსურდულს უწოდებს.

"ყველა ეჭვი რუსეთის ხელისუფლების მიმართ, ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობის სავარაუდო მცდელობის შესახებ, აბსურდული და მცდარა",- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

"მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ 15 ივნისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას მკვლელობა რუსეთის პრეზიდენტისა და ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მიერ იგეგმებოდა.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031