გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საშიში პიროვნება იყო და მისი ნათესავებიც საშიშები არიან! – რას ყვებიან მეზობლები ისანში მოკლულ მამაკაცზე

18-06-2020

ისანში რკინიგზის ლიანდაგზე ჩაცხრილულ 52 წლის მამაკაცს მეზობლები უარყოფით პიროვნებად ახასიათებენ.

 

სისხლიან გარჩევაში მონაწილე ერთი პირი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

 

მისი სახლიდან ამოღებული მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით მამაკაცი კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირი იყო.

 

„რას აკეთებდა? კარგს არაფერს. ადამიანური ფაქტორები არ ჰქონდა. მას ჰქონდა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობა.

 

პერესტრელკებიც“ ჰქონდა, მოუკლია კიდეც. საშიში პიროვნება იყო და მისი ნათესავებიც საშიშები არიან“ – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

 

გარდაცვლილს მეორე მეზობელიც უარყოფით პიროვნებად ახასიათებს.„არაადამიანი იყო. მორფს აბარებდა. – აცხადებს მეზობელი.

 

კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობას უარყოფენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, თუმცა რა გახდა მკვლელობის რეალური მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.

 

გარიქ გევორქიანს ტყვია გულში მოხვდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031