გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“ბავ­შვს ქვა­ზე და­უ­ცურ­და ფეხი, დაც გა­დამხტა­რა საშ­ვე­ლად…” – 6 წლის ბავშვი მტკვარში დედის თვალწინ დაიხრჩო

18-06-2020

დღეს მტკვარში 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც პატარები დედასთან ერთად, მდინარის ნაპირზე სეირნობდნენ.

 

“რუსთავი 2” თვითმხილველებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ბავშვები წყალში იმ დროს გადავარდნენ, როდესაც დედა სურათებს უღებდათ. პატარას ქვაზე ფეხი დაუცურდა და მტკვარში გადავარდა.

 

მა­თი­ვე ცნო­ბით, მო­ზარ­დის გა­და­სარ­ჩე­ნად წყალ­ში შე­ვიდ­ნენ დედა და მისი და, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

“რო­გორც ვი­ცით ბავ­შვს ქვა­ზე და­უ­ცურ­და ფეხი, დაც გა­დამხტა­რა საშ­ვე­ლად… დე­დამ რომ და­ი­ნა­ხა ორ-ორი ბავ­შვი წყალ­ში, ისიც შე­ვი­და წყალ­ში… ბიჭი და­ი­ღუ­პა, და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია” – ამ­ბო­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

 

ცნო­ბის­თვის, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაშ­ვე­ლე­ბის მის­ვლი­სას, ერთი მო­ზარ­დი გა­მოყ­ვა­ნი­ლი იყო ნა­პირ­ზე, ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი კი, მდი­ნა­რის ჩქა­რი დი­ნე­ბის გამო, გა­უ­ჩი­ნარ­და წყალ­ში და ვერ ხერ­ხდე­ბო­და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა.

მაშ­ვე­ლებ­მა მყი­სი­ე­რად და­ი­წყეს სა­მაშ­ვე­ლო-სა­ძი­ე­ბო ოპე­რა­ცია რო­გორც წყალ­ში, ასე­ვე, მდი­ნა­რის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031