გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საზოგადოებასლაიდერი ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ

18-06-2020

ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ.

როგორც “კვირას” აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, მათი მოთხოვნა უცვლელია და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ცნობისთვის, ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ხანძარი გაჩნდა. ბაზრობა კომპანია „ირაოს” მიერ არის დაზღვეული. კომპანია მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად მზადყოფნას გამოთქვამს.

თავის მხრივ, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია მზადაა, ვარკეთილის შერეული ბაზრობის მოვაჭრეებთან კონსულტაციები გამართოს და, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს.

პრაიმტაიმი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031