გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
16 წლის ფრანგი ალპინისტი ლუსი დუადი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

18-06-2020

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, 16 წლის ფრანგი ალპინისტი ლუსი დუადი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Globalnews-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დუადი თავისი სახლის მახლობლად არსებულ კლდეებზე მეგობრებთან ერთად ვარჯიშობდა, როდესაც დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. როგორც საფრანგეთის მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია იტყობინება, ინციდენტი სავარჯიშოებით აღჭურვილ ორ სასწავლო ზონას შორის მოხდა.

16 წლის ლუსი დუადი თავის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონია ბოლდერინგში, რომელიც ალპინიზმის ერთ-ერთი დისციპლინაა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამაშიც იყო შეტანილი.


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930