გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ეკონომიკის აღდგენის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს, როგორც ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ასევე, იმ კონკურენტულ უპირატესობებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია

18-06-2020

"საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ გახდება უფრო ეფექტური. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სხვადასხვა ეკონომიკური პლატფორმის ჯგუფებთან ვსაუბრობთ. ეს იყო აბსოლუტურად გააზრებულად გაკეთებული იმისთვის, რომ შემდგომი პოსტკრიზისული საშუალო და გრძელვადიანი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის გეგმა უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული და უნდა ითვალისწინებდეს, როგორც ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ასევე, იმ კონკურენტულ უპირატესობებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას დიდი სატრანზიტო პოტენციალი აქვს, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს.

„ჩვენ ბევრი რამის წარმოება შეგვიძლია, ჩვენ ამას ვაჩვენებთ. ჩვენი სავაჭრო ბალანსი სულ უფრო და უფრო პოზიტიურად იცვლება, გვაქვს შესანიშნავი და დიდი სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ და გვაქვს, რაც მთავარია მაღალინტელექტუალური ადამიანური რესურსი , რომელმაც უნდა შექმნას ყველაზე მარალი დამატებითი ღირებულება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031