გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურიის 19 სოფელში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

18-06-2020

გურიის რეგიონის 19 სოფელში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჯამურად აშენდება 327,261 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4500-მდე აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში მიმდინარე სამუშაოებს, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასთან ერთად გაეცნო. 

სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით შპს „ივერია 7“ აწარმოებს.

გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 14 სოფელში: მამათი (მამათის თემის 4 სოფელი), გაგური, ჭანჭათი, ორმეთი, ვაკე, ზედუბანი, ვანი, ზომლეთი, ბუკნარი, ბასილეთი, მეწიეთი. ჯამურად აშენდა 155,201 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1864 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. გასულ წელს, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა, სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა, რეგიონის 3 მუნიციპალიტეტის 6 დასახლებულ პუნქტში: ჭალაში, აცანაში, ჭინათში, ქვენობანში, მზიანსა და დაბალ ეწერში.

ჯამში აშენდა 89 066 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1200-მდე აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31