გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსეთში კორონავირუსს 500-მდე მედიკოსი ემსხვერპლა

18-06-2020

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული 489 მედმუშაკი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC ქვეყნის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.


გამოცემის ინფორმაციით, მაღალი სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი დამცავი ეკიპირების დეფიციტია.


„გულახდილი ვიქნებით, თავიდან ეს პრობლემა გვქონდა, აღჭურვილობა არ გვყოფნიდა“, - განაცხადა „როსზრავნადზორის“ ხელმძღვანელმა, ალა სამოილოვამ.


რუსეთი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით (561 ათასზე მეტი) მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ვირუსს 7 760 პაციენტი ემსხვერპლა.


imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930