გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ვიდეო
16 წლის გარდაცვლილ ფეხბურთელს, თანაგუნდელებმა უკანასკნელი გოლი „გაატანინეს“

19-06-2020




მექსიკაში საფეხბურთო კლუბ მონტერეის მეორე გუნდის წევრი, 16 წლის ალექსანდრ მარტინესი მოკლეს. როგორც ირკვევა, ის ქალაქ ოახაკაში პოლიციამ შეცდომით მოკლა, ვინაიდან დამნაშავე სწორედ ის ეგონათ.

 

მომხდარს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რაც აქციებში გადაიზარდა. ფეხბურთელის დაკრძალვას კი 300–ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

 ახალგაზრდა ფეხბურთელს მისმა თანაგუნდელებმა ბოლო გოლი გაატანინეს.მათ კუბოს ბურთი ისე მიარტყეს, რომ ასხლეტის შედეგად კარში გავიდა. შემდეგ კი გოლის გატანა მიცვალებულთან ერთად უკანასკნელად იზეიმეს. 

პრაიმტაიმი





ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031