გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა ეზუგბაია: თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტი არ გვყავს

19-06-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან 1 შემოტანილი, მე-2 კი უკვე დადასტურებულთან კონტაქტია.

” დაგვემატა მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულებიც მხოლოდ 2 დაგვემატა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 140 პაციენტი მკურნალობს. 2 ახალი შემთხვევიდან 1 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, მე-2 კი შემოტანილი შემთხვევაა. ჩვენს ცენტრში გუშინ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა, ამ ეტაპზე 21 პაციენტი მკურნალობს.

ახალი შემოსული პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დინამიკაში არ ველოდებით, რომ პროგრესიება მოხდება, იმიტომ, რომ პრინციპში მინიმალური კლინიკური ნიშნები აქვს გამოხატული. მძიმე პაციენტი არ გვყავს, ძირითადად საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან” – განაცხადა ეზუგბაიამ.

ipress

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930