გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინგლისში გარდაიცვალა 13 დღის ბავშვი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა

19-06-2020

ინგლისში გარდაიცვალა 13 დღის ბავშვი, რომელსაც Covid-19-ი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

საავადმყოფოს განცხადებით, ბავშვს ახალი კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

 

„სამწუხაროდ, ბავშვი გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს. მისი გადარჩენის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.

 

სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის. ბავშვს ახალი კორონავირუსი ჰქონდა. თუმცა, დადასტურებული არ არის გამოიწვია თუ არა COVID-19-მა ბავშვის გარდაცვალება“,- აცხადებს საავადმყოფოს წარმომადგენლობა.

პრაიმტაიმი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031