გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წარმოდგენა არ აქვს, სად დაინფიცირდა – რას ყვება ზურაბ აბაშიძის სიდედრი სიძის და ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

19-06-2020

ყაზახეთში საქართველოს ელჩს ზურა აბაშიძეს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. აბაშიძე მეზობელ ქვეყანაში მეუღლესთან, თეონა ბენაშვილთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, ზურაბ აბაშიძის მეუღლეს თეონა ბენაშვილს.

 

ინფორმაციის გადასამოწმებლად, “პრაიმტაიმი” ელჩის სიდედრს, ექიმს მაია ზალდასტანიშვილს დაუკავშირდა.

 

– ქალბატონო მაია, ცნობილი გახდა, რომ ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, როგორია მისი მდგომარეობა?

 

– მე როგორც ვიცი, ნორმალურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ზურა კლინიკაში წევს და მკურნალობს.

 

– გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი პნევმონია აღენიშნება თქვენს ქალიშვილს…

 

– ეს არის არასწორი ინფორმაცია. ზურა წევს კლინიკაში, ჩემი ქალიშვილი და ბავშვები კარგად არიან.

 

– რას ფიქრობს ბატონი ზურა, სად დაინფიცირდა?

 

– საერთოდ არანაირი ვარაუდი არ აქვს სად შეიძლებოდა მომხდარიყო მისი დაინფიცირება.

 

ზურაბ აბაშიძე და თეონა ბენაშვილი 2011 წელს შეუღლდნენ, ზურა აბაშიძე ყაზახეთში საქართველოს ელჩად 2017 წელს დაინიშნა.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031