გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კონგრესმენი ადამ კინზინგერი: ვულოცავ საქართველოს!... მე თქვენ გვერდით ვდგავარ

22-06-2020

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს.

"ვულოცავ საქართველოს! გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა. პრემიერ-მინისტრ გახარიას, პარლამენტის სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს, მე თქვენ გვერდით ვდგავარ!" - კონგრესმენმა ამის შესახებ "ტვიტერზე" დაწერა.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031