გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

22-06-2020

იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, საბჭო დატოვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც დოლიძემ განმარტა, იუსტიციის საბჭო ვეღარ იქნება ასპარეზი მისი ბრძოლისთვის, რადგან მის წინააღმდეგ „ორკესტრირებული ბინძური პიარკამპანია“ დაიწყო.


„მე დავაარსე მოძრაობა ხალხისთვის, რომელის უპირველესი ამოცანაა, საჯარო დღის წესრიგში შევიტანოთ ხალხის პრობლემები, რამდენიმე დღის წინ მე ხელი მოვაწერე მემორანდუმს ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ, რომლის მზიანია ჩამოართვას საჯარო დღის წესრიგზე მონოპოლია ორ უმთავრეს ძალას. ამ პლატფორმის ხელმოწერის პროცესებთან დაკავშირებით, ჩემს მიმართ გამძაფრდა ორკესტირებული ბინძური PR კამპანია. ამოქმედდა სქემა 108. 108 საპარლამენტო ხმა და ბინძური პიარ კამპანიების მიზანია პირველი ყველა შესაძლებლობით არ დაუშვას საზოგადოებრივ დღის წესრიგში იმ ძალების შექმნა, რომელსაც შეუძლია ორი მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლიზაცია“- განაცხადა ანა დოლიძემ.


ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა, ლევან კობერიძემ და ლევან იოსელიანმა პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს 18 ივნისს მოაწერეს ხელი.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031