გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რამდენ მძღოლს გაუუქმდა მართვის მოწმობა 100 ქულის ამოწურვის გამო

22-06-2020

საქართველოს მასშტაბით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 388 ადამიანს ამოეწურა. ამის შესახებ ინფორმაცია მითითებულია მონაცემებში, რომელიც Newspress.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

სტატისტიკის მიხედვით, 388 შემთხვევიდან მართვის მოწმობით სარგებლობის უფლება 324 ადამიანს შეუჩერდა - 64 კი ხელმეორედ გავიდა გამოცდაზე.

უწყების ინფორმაციით, 2019 წელს მართვის მოწმობებზე მინიჭებული ქულების დაკლების სულ 710 602 ფაქტი გამოვლინდა.

2018 წელს, საქართველოს მასშტაბით, ქულების რაოდენობა მხოლოდ 123 ადამიანს ამოეწურა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031