გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებელი, პროფესორი ნოდარ ცინცაძე გარდაიცვალა

22-06-2020

გარდაიცვალა საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი, თსუ აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი ნოდარ ცინცაძე, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

პროფესორი ნოდარ ცინცაძე მრავალი წელი მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გახლდათ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პლაზმის ფიზიკის კათედრის გამგე, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი.

წლების განმავლობაში პროფესორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: პაკისტანში, იტალიაში, აშშ-ში, პორტუგალიასა და შვედეთი მოღვაწეობდა. ნოდარ ცინცაძე 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031