გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 38 ათასს აღემატება

23-06-2020

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 ათასს გადააჭარბა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ასევე ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფექციას 23 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 1035-მდე გაიზარდა. რაც შეეხება განკურნებულებს, უკრაინაში კორონავირუსის დამარცხება 16956-მა ადამიანმა შეძლო.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულია 9 მილიოზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდ-19 პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. ჩინეთის ხელისუფლებამ იანვარში დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930