24-06-2020
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გია სურამელაშვილი დააკავეს.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს.
შსს-ში გვითხრეს, რომ გია სურამელაშვილი დაკავებული არ არის.
თავად გიას მეგობარი გიორგი მასხულია „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ ისინი გუშინ მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.
„გუშინ ჩვენი მეგობრის ჯიმი მაქაცარიას დაბადების დღიდან ვბრუნდებოდით, დილის 6 საათზე წერეთელზე გააჩერა გიას მანქანა საპატრულომ, გია ნასვამი იყო და მოხდა პატარა შელაპარაკება პოლიციასთან.
ჩვენც ჩავერიეთ ამ ინციდენტში და მალე განიმუხტა მდგომარეობა“, – განაცხადა გიორგი მასხულიამ.
13-05-2026
26-08-2026
| « სექტემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | ||||