გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გუგეშაშვილების სახლში გამოძიებამ მესამე პირის დნმ-ის კვალი აღმოაჩინა

30-03-2018

 

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის სახლში გამოძიებამ მესამე პირის დნმ-ის კვალი აღმოაჩინა.

არსებული ინფორმაციით, შემოწმებულ 80-მდე ადამიანს შორის ეჭვმიტანილი არ არის.

ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, როდესაც იმ ადამიანის პოვნა მოხდება, ვისაც დნმ-ის ანალიზი დაემთხვევა, ეს უტყუარი მტკიცებულება იქნება.  

 

„არის მოსული დასკვნები ექსპერტიზების, დნმ-ის ანალიზი, არის სატელეფონო საუბრების დროის და ადგილის მითითება. დნმ-ის ანალიზი რასაც იძლევა აღმოჩნდა სხვა პიროვნებისაც. როდესაც მოხდება ამ ადამიანის მიგნება და მე იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება და დნმ-ს ანალიზი დაემთხვევა, ეს იქნება უკვე უტყუარი მტკიცებულება,“-განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილს მის საცხოვრებელ სახლში თავს 7 თებერვალს დაესხნენ, რა დროსაც მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, თავად პოლკოვნიკი კი დაიჭრა.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31