გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტის მოვალეობის შემსრულებელმა სამუშაო შეხვედრა გამართა

25-06-2020

24 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს. განიხილეს სოფლებში ტრანსპორტირების, გზების წმენდის , სასმელი წყლის სისტემის და გარე განათების მოწესრიგების საკითხები, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების , მდინარის კალაპოტის წმენდის და მიწის რეგისტრაციის შესახებ.

წარმომადგენლებმა მერის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღეს მითითებები, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში მათი საქმიანობა ხანგრძლივ შედეგზე ორიენტირებული და მეტად წარმატებული გახდეს. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930