გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჰუბერტ ქნირში: უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება პარტიებს შორის დაძაბულობის შემცირების მცდელობა იყო, ეს არის შეწყალება და არა გათავისუფლება

26-06-2020

უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება პარტიებს შორის დაძაბულობის შემცირების მცდელობა იყო, ეს არის შეწყალება და არა გათავისუფლება, – განუცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუკი მათი გათავისუფლება არ იყო 8 მარტის შეთანხმების საგანი, რატომ მიესალმნენ ამ ფაქტს შუამავალი ელჩები.

„რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების დროს, პოლიტიკური დიალოგის დროს, 8 მარტამდე ყველა ეს სახელი იყო ნახსენები. ისინი იყვნენ იმ შეშფოთების ნაწილი, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები გამოხატავდნენ. უნდა ითქვას, ეს არის შეწყალება და არა გათავისუფლება. შეწყალება არის ის, რაც შეიძლება კანონიერად მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში. ეს იყო პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძაბულობის შემცირების მცდელობა. ასე დავინახეთ ჩვენ ის და ასე მიველსალმნეთ ამას“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ამასთან, ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031