გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

26-06-2020

სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას.

„ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა - დაწყებული ანაზღაურების გაზრდიდან სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებამდე, ნატოს სტანდარტების შესაბამისი უნიფორმითა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს ყოველდღიური ცხოვრების, ვარჯიშისა და შრომის შესაძლებლობას აძლევს ღირსეულ პირობებში. ამისთვის სამინისტრო დღეს სერიოზულ აქტივობებს ატარებს. და, რა თქმა უნდა, ტექნიკური გადაიარაღება, რაც ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის ეფექტიანობის გაზრდისთვის, რომელშიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან“, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031