გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადების ინიციატივას განიხილავს

26-06-2020

 

საქართველოს მთავრობა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადების ინიციატივას განიხილავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ საკითხზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს და საბოლოო შეთანხმების შემდეგ ინიციატივა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

 

„გადავადება მოხდება მხოლოდ ერთჯერადად, რათა ეს არ გახდეს გარკვეული მანიპულაციების საგანი. თუმცა, ამასთან ერთად გეტყვით, რომ სრული თანხვედრა და თანხმობა მთავრობაში ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამის წინააღმდეგია და ამაზე მსჯელობა მოგვიწევს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031