გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის „მეტროპოლიტენი“ 21 სექტემბრამდე კვლავ შემცირებული გრაფიკით იმუშავებს

29-06-2020

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 21 სექტემბრამდე, თბილისის „მეტროპოლიტენი“ მგზავრებს კვლავ შემცირებული სამუშაო გრაფიკით მოემსახურება.

 

მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გლობალური პანდემიის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონტრაქტორმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. მეტროს ძალოვანი კაბელებისა და გამნიავებელი სისტემების დროული შეცვლის მიზნით, თბილისის „მეტროპოლიტენის“ სამუშაო გრაფიკი კვლავ 06:00-დან 23:00 საათამდე შენარჩუნდება.

 

აღნიშნული მასშტაბური სამუშაოები მეტროს ენერგოუსაფრთხოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის პირველ ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი და 32 გამნიავებელი იცვლება.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!  

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930