გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლე 70 წლის პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

31-03-2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ყოფილ პედაგოგს, 70 წლის კაცს ამავე სკოლის ქალთა გუნდის მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.


როგორც სპორტსკოლის ხელმძღვანელი რამაზ კოხია აცხადებს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, მისთვის კონკრეტული დეტალები უცნობია. რაც შეეხება პედაგოგს, მან პოსტი გასულ კვირას საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ყოფილ პედაგოგთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო.


საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს.




WWW.SMOGE.ORG

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031