გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
WHO-ის დირექტორი: უარესი წინ გველის

30-06-2020

„პანდემიის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია, უარესი წინ გველის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პანდემიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალური მასშტაბით კოვიდინფექცია უკან დახევას არ აპირებს. მან ქვეყნებს სიფხიზლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყურადღება არ უნდა მოადუნონ.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 10 მლნ-ს აჭარბებს. კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930