გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

30-06-2020

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის  კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე ლ.გ-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილი  დათვალიერების შედეგად, ჯამში, 1,400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი 10,000 ღერი აღმოაჩინეს.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31