გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

30-06-2020

პარლამენტი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. უმრავლესობის თქმით, ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზეა მომზადებული. 

საარჩევნო კოდექსის ცვლილებები მოიცავს რამდენიმე დეტალს. კერძოდ, უფასო სარეკლამო დროს მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც 2020-ის არჩევნებში 1%-იან ბარიერს გადალახავენ, წინასაარჩევნო პერიოდში კი უფასო სარეკლამო დრო ძველი წესით გადანაწილდება.

ახალ კოდექსში ყველა პარტია, მათ შორის მცირე პოლიტიკური სუბიექტებიც, სარეკლამო დროს საკუთარი პარტიისთვის გამოიყენებენ. მმართველი პარტიის ინიციატივით, პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.

ცვლილებების ავტორი ირაკლი კობახიძე გახლავთ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031