გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერმა მართლმადიდებელ ქრისტიანებს ბზობის დღესასწაული მიულოცა

1-04-2018

თბილისის მერი კახა კალაძე სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო და მართლმადიდებელ ერს ბზობის დღესასწაული მიულოცა.


„დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. მინდა გისურვოთ სულიერი სიმშვიდე, კეთილდღეობა, სიყვარულით და სიკეთით გაჯერებული ყოველი დღე“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მართლმადიდებლური სამყარო დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება აღსრულდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31