გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ა(ა)იპ სამსახურებში ვიზიტს განაგრძობს

2-07-2020

2 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე , კულტურის , განათლების და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელთან მანანა ჩაგელიშვილთან ერთად ერთად, ა(ა)იპ სასპორტო სკოლის თანამშრომლებს შეხვდა.

დავით ჩიკვაიძემ თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვის , სპორტულ სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და იმ შედეგებისთვის, რითაც ონელმა ახალგაზრდებმა ამ ბოლო პერიოდში მრავალგზის ასახელეს მუნიციპალიტეტი, ასევე ისაუბრეს არსებული პრობლემების, მათი გადაჭრის გზებისა და მომავალი გეგმების შესახებ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა შენობა, სადაც აღნიშნული ა(ა)იპ სასპორტო სკოლაა განთავსებული და გაეცნო არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას,
დავით ჩიკვაიძე ა(ა)იპ დაწესებულებებში ვიზიტს და თანამშრომლებთან შეხვედრას მომავალშიც გეგმავს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930