გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცეცხლის წაკიდების შედეგად დაშავებული გოგონას მდგომარეობა სტაბილურია

3-07-2020

ცეცხლის წაკიდების დროს დაშავებული გოგოს მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს სხეულის 37 პროცენტი აქვს დამწვარი და მკურნალობის კურსს დამწვრობის ცენტრში განაგრძობს. დამწვრობასთან ერთად, მან ძლიერი შოკი მიიღო.

მთავარი ექიმის განცხადებით, მიმდინარე კვირაში პაციენტს ჩაუტარდება კანის გადანერგვის ოპერაციები და მინიმუმ, ორ თვეს დაჰყოფს კლინიკაში.

ბრალდებულს აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ შეეფარდა. დაცვის მხარემ კი სასამართლოს 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას არ აღიარებს და ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს.

შემთხვევა 29 ივნისს მოხდა, 24 წლის კაცმა ყოფილ შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930